"ფხიზლად უნდა ვიყოთ" - კვირის პალიტრა

"ფხიზლად უნდა ვიყოთ"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხმა, დაესაჯა რუსეთი საქართველოში 2008 წლის შემოჭრისთვის, მოსკოვს აფიქრებინა, რომ ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა. "რუსეთმა სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიები. საერთაშორისო თანამეგობრობამ და ჩვენ ვერ შევძელით გამოგვეყენებინა ეს ექვსი წელი, რათა გვეიძულებინა რუსეთი გაეაზრებინა, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია. უკრაინაში შექმნილი კრიზისი გვაიძულებს, უფრო ფხიზლად ვიყოთ", - განაცხადა მარგველაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).