დემოგრაფიაზე სამთავრობო კომისია იმუშავებს
17-03-2014
დემოგრაფიული განვითარების ფონდისა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნება. ამასთან, 1-ლი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე და მეტი შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება: გურიას, იმერეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო სვანეთს, მცხეთა-მთიანეთსა
და კახეთს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

mamia
17 მარტი 2014 21:38
მივესალმები ასეთ სვლას!
თითქმის არაფერი გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, სიამოვნებით გავიღებ ამ დიდი საქმისთვის.
იმას ვგულისხმობ, რომ მოქალაქეობრივი მოვალეობის მოხდა თითოეულ მოქალაქეს შეგვიძლია და გვეველება.

დაწესდეს სახალხო ფონდი ამ მიმართულებით, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება თანხის ჩარიცხვა შესაძლებლობის ფარგლებში.

ებრაელები დიდი ომის შემდეგ სათითაო ებრაელს აკითხავდნენ სახლში და არათუ სთხოვდნენ, არამედ ავალდებულებდნენ თანხის გაღებას მსგავსი მიზნისთვის.
შედეგი მოიტანა ამან.


ოღონდ, მარტო შობადობა არაა საკმარისი. საჭიროა ოჯახებისადმი დახმარება შვილების აღზრდაში(და არამარტო გაზრდაში)

ასეა, თუ ისეა, ძალიან მიხარია, რომ მთავრობა უმთავრეს საკითხებზე ზრუნავს.


რედაქტორის რჩევით