დემოგრაფიაზე სამთავრობო კომისია იმუშავებს - კვირის პალიტრა

დემოგრაფიაზე სამთავრობო კომისია იმუშავებს

დემოგრაფიული განვითარების ფონდისა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დემოგრაფიულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნება. ამასთან, 1-ლი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე და მეტი შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება: გურიას, იმერეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო სვანეთს, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).