ბენდუქიძე დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

ბენდუქიძე დაჰკითხეს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მთავარ პროკურატურაში აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზე დაჰკითხეს. "საქმე ეხება "საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს "აგრომეტის" კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს "აგრომეტის" 100%-იანი წილის 5 მლნ აშშ დოლარად პრივატიზებას 8 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მაშინ, როდესაც შპს "აგრომეტის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.