"ვერაფერი შემაჩერებს"
24-03-2014
მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიიდან მისი პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას განაცხადა: "პრაქტიკულად მე დავიწყე კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად. ძალიან დიდი პრობლემა შექმნეს, თუ ახლა პუტინი თვლის, რომ მე წყნარად წავალ და ჩავბარდები და ჩემი გადაადგილება აღარ მოხერხდება, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ მე საქართველოში ჩამოვალ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად. ეს დრო დადგება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია, რუს ოლიგარქს, რომელსაც თავის დროზე  მისცეს
ორი მილიარდი ამ დავალების შესასრულებლად. თავის დროზე ევროპელები მეუბნებოდნენ, რომ ის გადადგა თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოვანად გააკეთოს ეს საქმე, ვითომ თვითონ არაფერ შუაშია. მინდა ვთქვა, რომ ამას არავინ არ ჭამს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას მართავენ სრული არარაობები, რომლებიც საერთოდ არც ერთ
გადაწყვეტილებას არ იღებენ. ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოო ჯამში, ივანიშვილიც არ იღებს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც მას მისცა ეს ორი მილიარდი. მე გავაგრძელებ ბრძოლას. მე ვერაფერი შემაჩერებს, გარდა ფიზიკური ლიკვიდაციისა პუტინის მხრიდან".

levan
24 მარტი 2014 17:52
ფსიქოლოგიური კუთხით რომ მივუდგეთ, უკვე აღიარა, რომ ბრალი მიუძღვის მკვლელობაში.

რედაქტორის რჩევით