სააკაშვილი პროკურატურაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში   მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა იმ საქმეების ჩამონათვალი, რის გამოც საჭიროდ მიიჩნია ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა. "2008 წლის თებერვალში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია ,,იმედში" შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედების ფაქტები; 2009-2012 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8.837.461 ლარის გაფლანგვის ფაქტი; პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმე; ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზის" კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტი;  ე. წ. მუხროვანის ამბოხებისათვის" ძებნილი პირების დაკავების სპეცოპერაციისას კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ამირიძისა და ოთანაძის დაჭრის ფაქტები; სახელმწიფოს კუთვნილი შპს ""აგრომეტის"" ქონების გაფლანგვის ფაქტი; პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის, თ. ალასანიასთვის, უპირატესობის მინიჭებით სახელმწიფო ქონების შპს "ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტი;  "TV 25"-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარად ღირებული სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტი; "ქართუ" ბანკის" ხელოვნურად გაკოტრების მიზნით ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.