პატრიარქის გაფრთხილება - კვირის პალიტრა

პატრიარქის გაფრთხილება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, რომ გაჭირვების გამო ადამიანი უცხოეთში არ უნდა წავიდეს. კარგია, როცა ადამიანი უცხოეთში სწავლობს და ცოდნას იღებს, მაგრამ საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა არის გადაგვარება ერისა და ამიტომ ძალიან საშიშია. "რაც უნდა გაუჭირდეს, გაჭირვების გამო ადამიანი არ უნდა წავიდეს უცხოეთში. მადლობა უფალს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, საქმე გამოვნახოთ აქ, თუნდაც მიწის დამუშავებაზე, თუნდაც სხვადასხვა საწარმოზე. არ უნდა დავხარბდეთ იმ ხელფასებსა და ფულს, რომელსაც იქ აძლევენ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ უფალმა მისცეს ძალა ერს, უფალმა ამყოფოს ერი ჩვენი მშვიდობით", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი ადამიანის მოვალეობაა, გააანალიზოს და დაინახოს, სად არის ბოროტება და სად სიკეთე. "ვფიქრობ, განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება", - ბრძანა უწმინდესმა.