აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს
31-03-2014
სამართალდამცველებმა ხონის  საკრებულოს დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე დააკავეს.

"2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად ხონის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთაძეს (ლევან ბობოხიძის ახლობელს).  ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამმუშავებელ
საამქროებს. საამქროების ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს", - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ლევან ბობოხიძე 2006-დან 2012 წლის შემოდგომამდე ხონის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან "ნაცმოძრაობის" საწევროს სახით ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს კრებდა.
პროკურატურის ცნობით, თანხას ბობოხიძე შეხედულებისამებრ
განკარგავდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით