თათუხაშვილის საქმე - კვირის პალიტრა

თათუხაშვილის საქმე

ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალა გაავრცელა და სამართალდამცველები მის წამებაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ზაქარეიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა. უწყების განმარტებით, თათუხაშვილი, როგორც კუდ-ის სპეცრაზმის უფროსი, მონაწილეობდა "ნავთლუღის სპეცოპერაციაში", რასაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. პროკურატურის ინფორმაციით, თათუხაშვილი მოწმის სტატუსით 2014 წლის 24 თებერვალს დაიკითხა. "მან ჩვენებაში მოჰყვა, თუ როგორ მოკლეს კუდ-ის თანამშრომლებმა დათა ახალაიას ხელმძღვანელობით სამი ადამიანი", - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, ზაქარეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი და მათი მამის, როლანდ ახალაიას მეგობარია. შესაბამისად, პროკურატურა მიიჩნევს, რომ ზაქარეიშვილისა და ანა ნადარეიშვილის განცხადებები, რომელთა თანახმად სამართალდამცავებმა უკანონობა ჩაიდინეს თათუხაშვილთან დაკავშირებით, პროკურატურის დისკრედიტაციას ემსახურება.

შალვა თათუხაშვილი შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის, გოგი თათუხაშვილის, ვაჟია (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).