თათუხაშვილის საქმე
31-03-2014
ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტომასალა გაავრცელა და სამართალდამცველები მის წამებაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ზაქარეიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა. უწყების განმარტებით, თათუხაშვილი, როგორც კუდ-ის სპეცრაზმის უფროსი, მონაწილეობდა "ნავთლუღის სპეცოპერაციაში", რასაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. პროკურატურის ინფორმაციით, თათუხაშვილი მოწმის სტატუსით 2014 წლის 24 თებერვალს დაიკითხა. "მან ჩვენებაში მოჰყვა, თუ როგორ მოკლეს კუდ-ის თანამშრომლებმა დათა ახალაიას ხელმძღვანელობით სამი ადამიანი", - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, ზაქარეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი და მათი მამის,
როლანდ ახალაიას მეგობარია. შესაბამისად, პროკურატურა მიიჩნევს, რომ ზაქარეიშვილისა და ანა ნადარეიშვილის განცხადებები, რომელთა თანახმად სამართალდამცავებმა უკანონობა ჩაიდინეს თათუხაშვილთან დაკავშირებით, პროკურატურის დისკრედიტაციას ემსახურება.
შალვა თათუხაშვილი შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის, გოგი თათუხაშვილის, ვაჟია (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

logika ar aqvs advokats?!
03 აპრილი 2014 20:22
ახალაიების ოჯახის მეგობარი თუ არის(არა უანგაროდ, ცხადია) სხვას რას იტყვის ზირაქიშვილი?!

არადა, სადაა ლოგიკა?!

კაცს ჩვენება უკვე მიცემული ჰქონდა, რაღატომ აწამებდა პროკურატურა?!პროკურატურას მისი სიცოცხლე უფრო სჭირდებოდა!
ეს ერთი და მეორეც, მთავრობა, რომელიც წამების გმობის გზით მოვიდა, რანაირად ივლის იმავე გზით?
თავისთავს ხომ არ უმტრობს?!

მეცოდება ეგ ახალგაზრდა. მეცოდება იმიტომ, რომ მიმხვდარა გიჟისგან "კუდის" პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას და მონანიებასავით უღიარებია ყველაფერი. ვისაც მისი ჩვენება არ მოეწონა და არ აწყობდა, სწორედ ისინი მოკლავდნენ,თანაც,-წამებით, რათა მის მაგალითზე სხვა ამღიარებლები დაეშინებინათ!


რედაქტორის რჩევით