"ასოცირების ხელშეკრულებას იმსახურებთ" - კვირის პალიტრა

"ასოცირების ხელშეკრულებას იმსახურებთ"

"გავბედავ და ვიტყვი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა. ფილიპ დიმიტროვის თქმით, "ეს არის დასაწყისი გზის ახალი მონაკვეთისა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, რათა მიაღწიოს ევროკავშირთან ახლო ურთიერთობას, რაც ქართული გაგებით ოჯახის ნაწილად გახდომას ნიშნავს. ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თავისი პროევროპული, პროდასავლური, პროევროატლანტიკური ტენდენციები".