ევროკომისიის რეკომენდაციები - კვირის პალიტრა

ევროკომისიის რეკომენდაციები

ევროკომისია საქართველოს მიერ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას დადებითად აფასებს. ამასთან, კომისია ოფიციალურ თბილისს რეკომენდაციებსაც სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, გამოსასწორებელია საარჩევნო კანონმდებლობასა და ადმინისტრაციაში არსებული ნაკლოვანებები. ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის რეფორმირებასაც ურჩევს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "საქართველომ უნდა უზრუნველყოს  სამართლებრივი დევნა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებითა და თავიდან უნდა იქნეს აცილებული პოლიტიკური გავლენა; "გააძლიეროს მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა ისევე, როგორც გამოხატვისა და აზრის თავისუფლება. შეიმუშაოს კანონი მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ; გააუმჯობესოს კონფიდენციალური უფლებების დაცვა, უკანონო მოსმენებთან ბრძოლა და დარღვევების გამოძიება".