ობამას განცხადება - კვირის პალიტრა

ობამას განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრების გზაზე.

"არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - განაცხადა ბარაქ ობამამ. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი გამოეხმაურა: "ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები და  ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია.  ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა,  არის აბსოლუტურად ადეკვატური და რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატოს გაფართოება. ჩვენი ამოცანა და მიზანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინი არ გავუჩინოთ, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს".