ობამას განცხადება
31-03-2014
ობამას განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრების გზაზე.

"არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - განაცხადა ბარაქ ობამამ. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი გამოეხმაურა: "ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები და  ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია.  ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა,  არის აბსოლუტურად ადეკვატური და რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატოს გაფართოება. ჩვენი ამოცანა და მიზანია მოსახლეობას
სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინი არ გავუჩინოთ, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით