ნინო ქადაგიძემ სააკაშვილს უპასუხა - კვირის პალიტრა

ნინო ქადაგიძემ სააკაშვილს უპასუხა

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან,  ნინო ქადაგიძესთან შეხვედრა გაიხსენა (სტილი დაცულია):

"მითხრა, ხომ იცი, ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდა. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხა და ნაწილი მინდა ამოვიღო. იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი, გამოდის, ახლა აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ვერ შევთანხმდებით ჩვენ-მეთქი. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილს, როგორც ჩანს, უთქვამს, რომ ჟვანიას ბევრი ფული მისცა", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ პატარკაციშვილს ამ თემის აგორება უნდოდა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ნინო ქადაგიძე გამოეხმაურა:„"მე და სააკაშვილს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა.  ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე. მიშამ მითხრა: მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეო. რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანხაზე მქონდა საუბარი, იყო იმ კონტექსტში, როდესაც ვცდილობდი, სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო - რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობა შესაძლოა იმის გამოც მოხდა, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაც მოიპარა. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო", - განაცხადა ქადაგიძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).