სააკაშვილი დაკითხვაზე უარს აცხადებს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი დაკითხვაზე უარს აცხადებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლისას ის შესაძლოა, დაეკავებინათ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს, რომ დისტანციურად (სკაიპით) დაჰკითხავდნენ, მაგრამ სააკაშვილმა დისტანციურ დაკითხვაზეც უარი განაცხადა. "ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, მე კიდევ მაქვს ძალიან ბევრი საქმე იმისათვის, რომ სისულელეებზე არ ვხარჯო დრო", - განაცხადა სააკაშვილმა. გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილი მზადაა, ჩვენება „სკაიპით უშუალოდ სასამართლო სხდომაზე მისცეს და ამ პროცესს ვიდეოკამერების საშუალებით საზოგადოებამ თვალი ადევნოს. გამოძიებას ყოფილ პრეზიდენტთან ათ საქმეზე აქვს კითხვები (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).