სააკაშვილი დაკითხვაზე უარს აცხადებს
31-03-2014
სააკაშვილი დაკითხვაზე უარს აცხადებს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლისას ის შესაძლოა, დაეკავებინათ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს, რომ დისტანციურად (სკაიპით) დაჰკითხავდნენ, მაგრამ სააკაშვილმა დისტანციურ დაკითხვაზეც უარი განაცხადა. "ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, მე კიდევ მაქვს ძალიან ბევრი საქმე იმისათვის, რომ სისულელეებზე არ ვხარჯო დრო", - განაცხადა სააკაშვილმა. გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილი მზადაა, ჩვენება „სკაიპით უშუალოდ სასამართლო სხდომაზე მისცეს და ამ პროცესს ვიდეოკამერების საშუალებით საზოგადოებამ თვალი
ადევნოს. გამოძიებას ყოფილ პრეზიდენტთან ათ საქმეზე აქვს კითხვები (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით