"თანამდებობასა და სიმდიდრეზე არ უნდა ვიფიქროთ"
31-03-2014
"თანამდებობასა და სიმდიდრეზე არ უნდა ვიფიქროთ"
უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ ადამიანმა თანამდებობასა და სიმდიდრეზე არ უნდა იფიქროს. "ჩვენმა დიდმა წინაპარმა ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება, როგორც საუნჯე უნდა დაიცვას ადამიანმა. ჩვენ გამოვთქვით ასეთი სამეული - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ღმერთი, როგორც უზენაესი საუნჯე, როგორც შემოქმედი ჩვენი, მფარველი ჩვენი, რომელიც თავიდან ბოლომდე განაგებს ყველაფერს. სამშობლო, ჩვენი სამშობლო, როგორც თქვა ჩვენმა ერთ-ერთმა პოეტმა, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. მესამე, როგორც დიდი საუნჯე,
რასაც დღეს ნაკლებად ექცევა ყურადღება, ეს არის ადამიანი. ეს სამეული ყველაზე დიდი საუნჯეა და ადამიანმა გულში უნდა ატაროს ეს სამივე - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი", - ბრძანა პატრიარქმა.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით