ლორთქიფანიძე მერობის კანდიდატია
07-04-2014
ლორთქიფანიძე მერობის კანდიდატია
კოალიცია "ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. მისი კანდიდატურა ნინო ბურჯანაძემ დაასახელა. "არჩევნების დროს ყოველთვის არის საზოგადოების მოთხოვნა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების თაობაზე. ამ მიზნით არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ვმართავდით მოლაპარაკებებს, შეთანხმება გარკვეულწილად მიღწეულია. ჩვენ ვქმნით ერთიან ოპოზიციას და ვაპირებთ ვიბრძოლოთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო არჩევნებში"", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ერთიან ოპოზიციურ კოალიციაში  ოთხი პარტია - ""დემოკრატიული მოძრაობა"", ""მემარცხენე ალიანსი"", ""ქართული დასი"" და ""ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"" შედის (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

.
07 აპრილი 2014 10:30
ბურჯანაძის ერთადერთი კარგი საქმე.

რედაქტორის რჩევით