ორი დასკვნა თათუხაშვილის საქმეზე
07-04-2014
ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა შალვა თათუხაშვილის ცხედრის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. ადვოკატის ინფორმაციით, დასკვნის მიხედვით თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები "მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული".  მოგვიანებით, პროკურატურამ თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის  ბიუროს დასკვნა გაავრცელა: "დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, თათუხაშვილს დაზიანებები სხეულზე სიკვდილამდე
ჰქონდა. "ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ყველა დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილის სხეულს, არის მსუბუქი კატეგორიის და არანაირი კავშირი არა აქვს სიკვდილის დადგომასთან", - აცხადებს პროკურატურა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით