ბოკერია დაჰკითხეს
07-04-2014
ბოკერია დაჰკითხეს
მთავარმა პროკურატურამ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია დაჰკითხა. ბოკერიას კითხვები უშიშროების საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებზე, მათ შორის ლობისტებზე დახარჯულ თანხებზე დაუსვეს. ბოკერიას განცხადებით, მისი პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური დაკვეთაა: "ეს უკავშირდება იმ კრიზისს, რაშიც იმყოფება ხელისუფლება თათუხაშვილის სიკვდილის, წიკლაურზე თავდასხმისა და საზოგადოდ, ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ხელისუფლება მთლიანად ფოკუსირებულია მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ძალის განადგურებაზე".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით