ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ

დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი პირი დახვდა და მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს და სცემეს. "მათი ამოცანა იყო მანქანაში შეგდება და როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა ორჯერ ელექტროშოკი დამადო", - განაცხადა  წიკლაურმა.  მომხდარს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და სამართალდამცველებს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა. "ნაციონალური მოძრაობა" წიკლაურზე თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).