ბიზნესის ჩამორთმევის ფაქტები შესასწავლია - კვირის პალიტრა

ბიზნესის ჩამორთმევის ფაქტები შესასწავლია

ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამერბერგი ბიზნესმენებს, იურისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები განიხილეს.

"ბიზნესისთვის საკუთრების ჩამორთმევის კონკრეტული ფაქტები შესასწავლია", - განაცხადა ჰამერბერგმა. მისი თქმით, საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს და ეს პრობლემა ჯერ მოუგვარებელია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).