არჩევნები მნიშვნელოვანი ფაქტორია - კვირის პალიტრა

არჩევნები მნიშვნელოვანი ფაქტორია

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველომ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული და სამხედრო რეფორმების გატარებაში. "შემდგომი პროგრესისთვის საჭიროა მდგრადი, კონსტრუქციული ურთიერთობა ოპოზიციასა და მთავრობას შორის. შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ივნისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ახალი ქვაკუთხედი, ახალი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მომწიფებული დემოკრატიის გზაზე მდგარი საქართველოსთვის. საქართველო გახდა მოდელი მთელი რეგიონისთვის; ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას; ქვეყანა, რომელიც ატარებს რეფორმებს, რომლის სუვერენული არჩევანია ევროინტეგრაცია", - განაცხადა რასმუსენმა.