საგანგაშო პროგნოზი
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის თქმით, ვლადიმირ პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას. "მათ (რუსებს) ტექნიკის ყველაზე საუკეთესო ნაწილი სამხრეთ ოსეთში გადააქვთ. ამისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რეალურად საქართველოს არმია საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია", - განაცხადა მაიკ როჯერსმა. რაც შეეხება უკრაინას, როჯერსის თქმით, პუტინი უკან დახევას არ აპირებს. "უკრაინის საზღვრებთან განლაგებულ რუსეთის ჯარებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ უკრაინაში შეიჭრნენ, თუ ამას გადაწყვეტენ", - აცხადებს როჯერსი.