IRI-ს კვლევები
07-04-2014
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს 52%-იანი  მხარდაჭერა აქვს. გამოკითხულთა 35%-ის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერი თბილისელი იყოს. კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 20% მთავრობის მთავარ ჩავარდნად დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებს. ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობა მთავრობის მთავარ მიღწევად სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერის დარიგებას მიიჩნევს. ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებასა და სამოქალაქო სექტორში გადასვლას გამოკითხულთა 19% - სრულად, 17% კი ნაწილობრივ უჭერს მხარს. ამ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეწინააღმდეგება გამოკითხულთა 16%, ხოლო ძლიერ ეწინააღმდეგება
- 36%.  კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს, 93% - ჯარს, 84% კი ქართულ მედიას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით