წმინდა ნაწილები სამთავროს მონასტერში გადააბრძანეს - კვირის პალიტრა

წმინდა ნაწილები სამთავროს მონასტერში გადააბრძანეს

1-ელ აპრილს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები  სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადააბრძანეს. მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს.

ღირსი მამის ნეშტი  გადაასვენეს სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში, სადაც პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერისცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაასვენეს, 24 თებერვალს კი სამების ტაძარში. საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილები სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე კაცმა მოილოცა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).