"ჩვენს დროში სიკეთე უარყოფილია" - კვირის პალიტრა

"ჩვენს დროში სიკეთე უარყოფილია"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა   ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ:

"ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება, როცა პირიქით, სიკეთე უარყოფილია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განიკითხავს და თავის ცოდვებს ვერ ხედავს". უწმინდესმა ბრძანა, რომ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული უნდა ჰქონდეს: "ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ღმერთი აძლევს მრავალ სიკეთეს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).