კუკავა მერობის კანდიდატია - კვირის პალიტრა

კუკავა მერობის კანდიდატია

"თავისუფალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციას" ქმნიან.  ბლოკის  თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება. "ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ რეალური მრავალპარტიულობა და დავასრულოთ კოაბიტაციის  მახინჯი პროცესი, როდესაც ხელოვნურად და ხშირად ხელისუფლების მხარდაჭერით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მითვისებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", - აცხადებენ საარჩევნო ბლოკის წევრები.