უგულავას კვერცხები ესროლეს
14-04-2014
გიგი უგულავას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას კვერცხები ესროლეს. სასამართლო უგულავას სარჩელს განიხილავდა. პარალელურად, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართებოდა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს, თუმცა, სანამ უგულავა მანქანაში ჩაჯდებოდა, მას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს. ჩხუბი იყო ანაკლიაშიც. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა "ნაციონალების" აქტივისტებს, მათ შორის - თენგიზ გუნავას, ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკება ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. ბრიფინგი "ნაციონალებს" არც თელავში ჩაატარებინეს. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გიორგი ღვინიაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის ავტომანქანას კვერცხები დაუშინეს. მანამდე
მათ სიმბოლურად ცოცხი გადასცეს. "ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენლები კი სიტყვიერად "ნაციონალების" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას დაუპირისპირდნენ. მელია დიდ დიღომში, ეროვნულ სამედიცინო ტრენინგცენტრის შენობასთან იმყოფებოდა და მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებდა. "ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები" ნიკა მელიასთან მივიდნენ და  მოსთხოვეს, პასუხისმგებლობა აეღო ყველა იმ ქმედებაზე, რასაც გიგი უგულავა 9 წლის
განმავლობაში ახორციელებდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით