უგულავას სიმამრის საქმე - კვირის პალიტრა

უგულავას სიმამრის საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცა შპს "მანის" დირექტორები შალვა კილაძე და გიორგი მჭედლიშვილი. გამოძიების ცნობით, გიგი უგულავას სიმამრი კილაძე შპს "მანის" 50%-იანი წილს მფლობელია. "მანი" 2011 წლიდან სოფელ კრწანისთან გაჯს მოიპოვებს. "მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიით განსაზღვრული იყო გაჯის მოსაპოვებელი ტერიტორია და ნედლეულის რაოდენობა, ნიადაგის მახასიათებლიდან გამომდინარე, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, უგულავას მფარველობისა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან ხელშეუხებლობის გარანტიის დაპირებით, შალვა კილაძე ავალებდა საწარმოს დირექტორ გიორგი მჭედლიშვილსა და სხვა თანამშრომლებს ლიცენზიით გათვალისწინებული საზღვრების გარეთ გაჯის ნედლეულის მოპოვებას, რა დროსაც შპს ""მანის"" მიერ სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა გადამუშავებული 9 475,07 კვმ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საწარმომ მიიღო 138.572 ლარის უკანონო შემოსავალი", - აცხადებს საგამოძიებო ორგანო.