როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენეს

მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით პარლამენტარ როლანდ ახალაიას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობისას მსჯავრდადებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საპროცესო გარიგების სანაცვლოდ კომპანია "სანის" ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას სთხოვდა.  "სანი" ახალაიას ახლობელს, სერიოჟა გვარამიას ეკუთვნოდა. უწყების ცნობით, მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები დათანხმდნენ ახალაიას წინადადებას და ერთ შემთხვევაში - 150 ათასი, მეორე შემთხვევაში კი 60 ათასი ლარი ჩარიცხეს "სანის" ანგარიშზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალაიას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.