როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენეს
14-04-2014
მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით პარლამენტარ როლანდ ახალაიას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობისას მსჯავრდადებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საპროცესო გარიგების სანაცვლოდ კომპანია "სანის" ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას სთხოვდა.  "სანი" ახალაიას ახლობელს, სერიოჟა გვარამიას ეკუთვნოდა. უწყების ცნობით, მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები დათანხმდნენ ახალაიას წინადადებას და ერთ შემთხვევაში - 150 ათასი, მეორე შემთხვევაში კი 60 ათასი ლარი ჩარიცხეს "სანის" ანგარიშზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალაიას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ემუქრება.

დავითი
14 აპრილი 2014 14:47
ახალაიებს საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, იმდენი ბოროტება აქვთ ნაკეთები, სასჯელი ნამდვილად ეკუთვნით (ამასთან გულწფელ სინანულსა და მის თანამდევ შენდობას, როგორც ყველა ქრისტიანს მათაც ნამდვილად ვუსურვებ). მაგრამ, საღათას ძილით ჩაძინებული ხელისუფლების ამ კუთხით გამოღვიძებასა და ბოლო ხანებში გამძაფრებული სამართლიანობის აღდგენის სურვილს, მაპატიეთ და მაინც მოახლოებულ არჩევნებს ვუკავშირებ.

რედაქტორის რჩევით