"დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს"
14-04-2014
"დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს"
"მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციის  კომენტირებისას. "ვერავინ გაბედავს რაიმე ფორმით, რაიმე სახით რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ამის მცდელობა ან სურვილი ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება,  ვინც უნდა იყოს. მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, დაგამშვიდოთ და სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს",
- დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით