"რუსეთი მოდის და იპყრობს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი მოდის და იპყრობს"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ  მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთს 2014 წლის ბოლომდე ხმის უფლება შეუჩერდა.  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, თუ რუსეთი ყირიმის ანექსიას არ შეწყვეტს, სანქციები გამკაცრდება. რეზოლუციის თანახმად, ევროსაბჭო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის გამოც გამოთქვამს შეშფოთებას. ასამბლეაზე სიტყვით ქართული დელეგაციის წევრებიც გამოვიდნენ. "რუსეთი მოდის, რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს. ეს არის პუტინის გზა, ეს არის „კა-გე-ბეს მეთოდი, ეს არის "მადლობა გაგებისათვის"  ტიპის პასუხი რუსეთის მხრიდან, როდესაც თქვენს სისუსტეს ხედავს. ბატონი პუტინი სისტემატურად ასრულებს თავის მიზანს, შექმნას ალტერნატიული, იმპერიული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნება ძალასა და ძალადობას", - განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა თინა ხიდაშელმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).