საქართველოს საჰარეო სივრცე დაარღვიეს - კვირის პალიტრა

საქართველოს საჰარეო სივრცე დაარღვიეს

10 აპრილს რუსული AN-2 ტიპის თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. საჰაერო აპარატმა  ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასა და ხურჩაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა. იმავე თვითმფრინავმა რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ დაარღვია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებს, შამგონას, ხურჩას, რუხსა და ფახულანს გადაუფრინა. საქართველოს საგარეო უწყებამ მოუწოდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ ინციდენტზე საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებებისა და ვითარების დაძაბვის მცდელობების აღკვეთის მიზნით.