"დასავლეთი თქვენს გვერდითაა"
14-04-2014
"დასავლეთი თქვენს გვერდითაა"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინის კრიზისი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. "აღსანიშნავია საქართველოს წარმატება დემოკრატიზაციის პროცესში და რეფორმების ის კურსი, რომელსაც თქვენი ხელისუფლება მიჰყვება. მსურს ამ კურსის მხარდაჭერა გამოვხატო და დაგარწმუნოთ, რომ თქვენ გექნებათ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ეს ეხება საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან", - განაცხადა შტაინმაიერმა თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით