მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა - კვირის პალიტრა

მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის  ლოცვა-კურთხევით მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. როგორც უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, ქალაქს "წმინდა დედაქალაქი მცხეთა" ეწოდება. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად კათალიკოს-პატრიარქის  მელქისედეკ I-ის ანდერძი უდევს, რომელიც XI საუკუნეში დაიწერა. უწმინდესმა ილია II-მ მრევლს ანდერძი გააცნო, რომლის თანახმად, მელქისედეკ I მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს. პატრიარქმა  უფალს შესთხოვა, ნათელში ამყოფოს მელქისედეკ კათალიკოსის სული და მისი ლოცვა-კურთხევა საქართველოს შეეწიოს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).