"ყველას გავგუდავთ" - კვირის პალიტრა

"ყველას გავგუდავთ"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვს არ ეშინია ნატოს გაფართოების: "ყველას გავგუდავთ, რისი გეშინიათ? რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ტერიტორიების დასაცავად... ძნელია ელაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სახლშიც კი ჩურჩულებენ იმის შიშით, რომ მათ ამერიკელები უსმენენ", - აღნიშნა პუტინმა ნატოს გაფართოების საკითხის კომენტირებისას. რუსეთის პირველმა პირმა ისაუბრა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების თაობაზეც და აღნიშნა, რომ ეს სანქციები მის მეგობრებსაც შეეხო, რომლებსაც ყირიმთან შეხება არ ჰქონიათ. პუტინი ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ცდილობენ, პირადად ის გახდეს სანქციების ობიექტი.