გენინსპექციის უფროსი გადადგა
21-04-2014
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა. "გარდამავალ პერიოდში ვეხმარებოდი და ერთგულად ვედექი გვერდში მთელ პოლიტიკურ გუნდს, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს. დღეს გარდამავალი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და მასთან დაკავშირებული სიძნელეები გადალახულია, ასევე, ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი. ამიტომ საჭიროდ ვთვლი, დავტოვო თანამდებობა, არ მინდა ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე და ამით ხელი შეეშალოს იმ
დიდ საქმეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ", - აცხადებს ჯანყარაშვილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით