"არავის ვუსურვებ თქვენს მდგომარეობაში ყოფნას" - კვირის პალიტრა

"არავის ვუსურვებ თქვენს მდგომარეობაში ყოფნას"

პარლამენტის სხდომაზე როლანდ ახალაიამ განაცხადა, რომ სადეპუტატო იმუნიტეტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ მის გამო განხორციელდა. მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ მორჩილებაში დაადანაშაულა. "ბატონო როლანდ, დედამიწის ზურგზე არავის, არასდროს ვუსურვებ თქვენს მდგომარეობაში ყოფნას", - მოკლედ უპასუხა უსუფაშვილმა როლანდ ახალაიას განცხადებას. როლანდ ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. მას სასამართლომ 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.