"კვერცხებს ნუ ისვრით" - კვირის პალიტრა

"კვერცხებს ნუ ისვრით"

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, ყველა საარჩევნო სუბიექტს კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება მისცენ: "მინდა ყველა იმ სამოქალაქო დაჯგუფებას თუ მოქალაქეს, რომელიც გამოდის და ისვრის კვერცხებს, შეურაცხყოფს კანდიდატებს ან პოტენციურ კანდიდატებს, ესმოდეთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს შორის დგას ქვეყანა, მისი დემოკრატიული მომავალი და როცა ჩვენ ვიღაცას ვესვრით კვერცხს, ეს იმ ვიღაცას კი არა, პირდაპირ სახეში ხვდება ჩვენს უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას".