"რუსეთი საქართველოზე ზეწოლას არ აპირებს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი საქართველოზე ზეწოლას არ აპირებს"

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განაცხადა, რომ კარასინის ინფორმაციით, რუსეთი არ აპირებს, რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. "ვნახოთ, დავაკვირდეთ. ივნისი შორს არ არის და ყველაფერი გამოჩნდება", - განაცხადა აბაშიძემ. კარასინის თქმით კი, დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს, თუმცა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც რუსულ ვიზებს იღებენ. 2013 წელს საქართველოს 25 ათას მოქალაქეს მისცეს რუსეთის ვიზა, რაც 40%-ით მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე.