ევროპარლამენტის რეზოლუცია - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით: "რუსეთის გავლენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია". დოკუმენტის თანახმად, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას, მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნებისა, აქვთ ევროპული პერსპექტივა. "მათ შეუძლიათ მოითხოვონ კავშირის წევრობა იმ პირობით, რომ დაიცავენ დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებას, ადამიანისა და უმცირესობების უფლებას და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას". ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. "მივესალმებით იმ თავშეკავებასა და აუჩქარებლობას, რომლითაც ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება შექმნილ კრიზისს უმკლავდება", - ნათქვამია რეზოლუციაში.