ევროპარლამენტის რეზოლუცია
21-04-2014
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით: "რუსეთის გავლენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია". დოკუმენტის თანახმად, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას, მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნებისა, აქვთ ევროპული პერსპექტივა. "მათ შეუძლიათ მოითხოვონ კავშირის წევრობა იმ პირობით, რომ დაიცავენ დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებას, ადამიანისა და უმცირესობების უფლებას და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას". ევროპარლამენტი უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერასა და
სოლიდარობას უცხადებს. "მივესალმებით იმ თავშეკავებასა და აუჩქარებლობას, რომლითაც ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება შექმნილ კრიზისს უმკლავდება", - ნათქვამია რეზოლუციაში.

kometari
21 აპრილი 2014 21:58
ფარატინა ქაღალდზე ლომები არიან ევროპარლამენტარები.
ქაღალდი წითლდებოდეს სირცხვილისგან, სულ წითელ-წითელი ქაღალდები დახვავდებოდა იქ.
მაგ ორგანიზაციას ევროპარლამენტის ნაცვლად "აფერისტთა პარლამენტი" უნდა ერქვას, ან "მაფიოზთა პარლამენტი."

რედაქტორის რჩევით