ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ამოქმედდა
21-04-2014
15 აპრილს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ამოქმედდა. შეიქმნა კონკურენციის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელად გიორგი ბარაბაძე დაინიშნა. ბარაბაძე სხვადასხვა დროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლისა და სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტში მუშაობდა, იყო შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი, 2014 წელს კი პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩევლად მუშაობდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით