"ჭორებს "ნაციონალები" ავრცელებენ" - კვირის პალიტრა

"ჭორებს "ნაციონალები" ავრცელებენ"

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან წასვლას აპირებს: "ბიძინა ივანიშვილი არსად არ აპირებს წასვლას. ის საქართველოდან არ წასულა მაშინ, როცა მისი აქ ყოფნა ყველაზე მეტად იყო სახიფათო - ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა მოვიდა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, საუბარი და სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა აპირებს საქართველოს დატოვებას, გადაჭარბებული და დიდი სისულელეა. ამას ავრცელებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომელთა რეიტინგი დაახლოებით 7 პროცენტია".