ნარმანია ხოკრიშვილმა შეცვალა
21-04-2014
ნარმანია ხოკრიშვილმა შეცვალა
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილმა შეცვალა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დავით ნარმანია თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს. "თქვენ მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა გხვდებათ თბილისში. ბევრი პრობლემა დაგიტოვათ ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ და მჯერა, რომ ისევე ღირსეულად გაართმევთ თავს ამ პრობლემას, როგორც მინისტრად მუშაობის დროს გაართვით თავი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ელგუჯა ხოკრიშვილზე დიდ იმედებს
ამყარებს: "ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია, მრავალმხრივი განათლება და გამოცდილება და ყველა უნარი, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს სამინისტროს".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით