ყვარლის გამგებელი დააკავეს - კვირის პალიტრა

ყვარლის გამგებელი დააკავეს

25 აპრილს ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი დააკავეს. ქევხიშვილის მომხრეებსა და ყვარლის საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება 24 აპრილს მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოში გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო. განხილვა 25 აპრილსაც  გაგრძელდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  სწორედ ამ დროს დააკავეს ქევხიშვილი და კიდევ 17 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

ქევხიშვილის ახლობლების თქმით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი იყო დაინტერესებული. 25 აპრილს საკრებულომ ქევხიშვილი თანამდებობიდან მაინც გადააყენა. სასამართლომ მას 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა.