საბერძნეთში დათა ახალაია დააკავეს
28-04-2014
საბერძნეთში კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია დააკავეს. მისი ბერძენი ადვოკატის ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის ცნობით, ახალაია საბერძნეთის ქალაქ პატრასში მაშინ დააკავეს, როდესაც ყალბი პასპორტით, ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის ექსტრადიციას ითხოვს. "ახალაიამ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, მისი ძმა კი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად დაპატიმრებულია. პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხს ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განიხილავენ", - განაცხადა
ადვოკატმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით